Friday, September 27, 2019

ტრენინგის მე 9 დღე

ინტელის ძირითადი კურსი პროექტით სწავლებამ მომცა შესაძლებლობასაგნის სწავლება გავხადო უფრო მრავალფეროვანი, მრავალფეროვანი გავხადო სასწავლო აქტივობები, ორიენტირებული მაღალ სააზროვნო უნარებზე.
ტრენინგის პირველ მოდულში შევისწავლე, თუ როგორ შევქმნა სასწავლო პროექტები, შევადგინო სასწავლო გეგმა, ჩამოუყალიბო მოსწავლეებს 21 -ე საუკუნის უნარ- ჩვევები, შევისწავლე პორტფოლიოს საქაღალდის წარმოება.ჩემთვის სიახლე იყო "ჩეკ ლისტების" გამოყენება, რომელიც მონიტორინგის საშუალებას იძლეოდა.
მეორე მოდულში გავხსენით ჩვენი საქაღალდე, რათატრენინგის მსვლელობის დროს საჭირო მასალები შევინახოთ.გავეცანითსასწავლო პროექტების გეგმების ნიმუშები. ვისწავლეთ გუგლ დრაივის გამოყენება, შევქმენით ბლოგი შექმნილი რესურსების გამოყენებისათვის.ვიმუშავე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე.
მესამე მოდულში გამოვიყენე ინტერნეტრესურსები.ვისწავლეთ,თუ როგორ მივიღოთ უკუკავშირი პორტფოლიოზე. გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას. გავეცანით ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება.
მეოთხე მოდულში შევადგინეთსასწავლო ნიმუშები მოსწავლის თვალთახედვით. შევისწავლე შეფასების 5 სტრატეგია, რომელიც პროექტზე მუშაობის დროს მნიშვნელოვანია. გავეცანი ცხრილებს, რომელიც მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა დაინსტრუმენტების მიმოხილვას, რომლებიც მოსწავლეების საჭიროებების დასადგენად გამოიყენება. ასევე მნიშვნელოვანი იყო პროგრესის მონიტორინგი, რომელსაც მაგ:ჩეკ ლისტების საშუალებით განვახორციელებ. 
მეხუთე მოდულში ვაფასებ მოსწავლეთა პროექტები. განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები.სეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებიული სირთულეები და მოვიძიე მათი დაძლევის გზები.
მეექვსე მოდულში განვიხილეთ კოლეგების პროექტები, უკუკავშირები, გავაანალიზეთ 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების გამოყენების აუცილებლობა. გვქონდა მსჯელობა საკითხზე "ფასილიტაცია" ერთმანეთს გაუკეთეთ კომენტარები .
მეშვიდე მოდულში 
გავუზიარეთერთმანეთს მოსწავლეთა ნაშრომების სხვადასხვა ვერსიები, მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები. ვიმსჯელეთ,თუ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას. ვიმსჯელეთ დიფერენცირებული სწავლების გზებზე, კითხვების დასმის ტექნიკა.მოდიფიცირება გაუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას.
მერვე მოდულში
ვისაუბრეთ სსსმ მოსწავლეთა საჭიროებებზე და მათჩართულობაზე საგაკვეთილო პროცესში. ასევე არაქართულენოვანი მოსწავლეების ჩართულობა პროექტში. 
განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის ფორმები. ვიმუშავეთ ჩვენს საქაღალდეში, დავახარისხეთ ინფორმაციები, ავტვირთე მოსწავლის ნაშრომი და მასწავლებლის პრეზენტაცია ჩემ ბლოგზე.

No comments:

Post a Comment